
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით გორის N4 საჯარო სკოლაში ჩატარდა კულინარიული კონკურსი - „ყველაზე ჯანსაღი საუზმე“.
კონკურსის მონაწილეებმა ჯანსაღი პროდუქტებით გემრიელი კულინარიული ნამუშევრები შექმნეს. კონკურსის ბოლოს გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, რომლებსაც დიპლომები გადაეცათ.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო ჯანმრთელობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
იხილეთ ფოტოები