„საქართველოს განძი და მისი მცველები“ - გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოაწყვეს
24-02-2020
მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის საჯარო სკოლის მეოთხე კლასი საგნის - „მე და საზოგადოება“ ფარგლებში სკოლის „მწვანე ოთახს“ ესტუმრა.
მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „საქართველოს განძი და მისი მცველები“ მოაწყვეს, ნახეს ფილმი -„ექვთიმე თაყაიშვილი“, გაეცნენ თაყაიშვილის ბიოგრაფიას, ცხოვრების ეპიზოდებს და მის დამსახურებას საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე.