ქვახვრელის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდნენ
21-02-2020
გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ქვახვრელის მაჟორიტარ დეპუტატს, დავით ადუაშვილს შეხვდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „ეკო-კლუბის“ წინაშე არსებული საკითხების მოგვარების მიზნით, თემის ფარგლებში, ურთიერთშეთანხმებით სტრატეგიული გეგმა შემუშავდა.
მისივე თქმით, მოსწავლეებმა დეპუტატს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.