წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ფილმის ჩვენება გაიმართა
21-02-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ფილმის ჩვენება გაიმართა.
დოკუმენტური ფილმის - „სუფთა შავი ზღვა“ ჩვენება საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის სკოლის ეკო-კლუბ „ნიამორის“ მეურვე დარეჯან ჯიშკარიანისა და კლუბის თავჯდომარის, ანი ბენიძის, ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარადა.
"კლუბის მეურვემ, დარეჯან ჯიშკარიანმა, აღნიშნული აქტივობის განხორციელებისას აღნიშნა, რომ ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბი „ნიამორი“ და მისი წევრები მოუწოდებენ თანატოლებს, ჩაერთონ გარემოსდაცვით ღონისძიებებში სლოგანით: „სუფთა სკოლა, სუფთა ქალაქი, სუფთა ქვეყანა, სუფთა მსოფლიო", - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს