ქვემო სობისის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „არა ბულინგს“ განხორციელდა
21-02-2020
გორის მუნიციპალიტეტის, ქვემო სობისის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „არა ბულინგს“ განხორციელდა.

პროექტში VI კლასის მოსწავლეები ისტ-ის მასწავლებელ ნინო ელიაურის ხელმძღვანელობით აქტიურად ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარეს, რამდენად არიან ინფორმირებული ბულინგის შესახებ, შემდეგ კი გამოსაჩენ ადგილებში მათ მიერ დამზადებული ბუკლეტები გამოაკრეს.

VI კლასის მოსწავლეებმა ბულინგის თემაზე ვიდეო გადაიღეს და ბულერის, მსხვერპლისა და კეთილი მეგობრების როლები მოირგეს. პროექტის ბოლოს დაამზადეს პოსტერი, რომელიც სკოლის ფოიეში განათავსეს.

"გამომდინარე იქიდან, რომ დღეს აღნიშნული საკითხი მეტად აქტუალურია, მოსწავლეებმა თავადვე გამოთქვეს სურვილი, პროექტი განეხორციელებინათ. მათ მოიძიეს ინფორმაცია ბულინგის სახეობების შესახებ, ასევე, აგრესიული ქცევის გამომწვევ მიზეზებზე გამართეს დისკუსია და იყო აზრთა სხვადასხვაობა", - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203