თბილისის N141 საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს
21-02-2020
თბილისის N141 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილების საღამო გაიმართა.
„სიყვარულის დღესასწაული'“ - შეიძლება ასე ვუწოდოთ იმ დღეს, როდესაც დიდი სიყვარულით, თუმცა სევდანარევი ემოციით გავაცილეთ ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები: ქალბატონი ციცო კუპრავა და ქალბატონი ნაზი ჩხაიძე. ქედს ვიხრით მათი კეთილშობილების, პროფესიონალიზმისა და ბავშვების მიმართ უსაზღვრო სიყვარულის წინაშე“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღეს. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.