
თბილისის N119 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები წიგნების მაღაზია "ლიბრაში" საბავშო მწერალ ნათია აბულაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის ორგანიზატორები N119 საჯარო სკოლის პედაგოგები: ნელი დვალი, მაია მუშკუდიანი და ლელა ლომსაძე იყვნენ.
„ცოდნა ყველაფერზე ძვირფასია“-ეს იყო შეხვედრის ლოზუნგი.
მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოისმინეს, ასევე საკუთარი აზრები გამოხატეს. მათ ნახატებიც შეასრულეს და პედაგოგებს წარუდგინეს.
შეხვედრის ბოლოს ისინი მაღაზიათა ქსელ „ლიბრასგან“ წიგნებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები