
ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითთმართველობის ინიციატივითა და სკოლის ექიმის დახმარებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „ჯანსაღი კვება - ჯანმრთელობის საწინდარი“.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ექიმმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია, თუ რა გავლენა აქვს ჯანსაღ და რაციონალურ კვებას მოზარდი თაობის ინტელექტუალურ, ფიზიკურ და ჰარმონიულ განვითარებაზე.
კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებმა ისაუბრეს ორგანიზმისათვის აუცილებელი პროდუქტების საჭიროებისა და საკვების საშუალებით ორგანიზმში მავნე ნივთიერებების მოხვედრის საფრთხეზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და პედაგოგები.
იხილეთ ფოტოები