
გორის მუნიციპალიტეტის ბერშუეთის საჯარო სკოლის დირექტორმა პედაგოგიური წინსვლისთვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და სტატუსი აიმაღლა. პედაგოგები ქეთევან ცერცვაძეს ულოცავენ წამყვანის სტატუსს.
„პირველი მერცხალი“- ბერშუეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ამავე სკოლის დირექტორს, ქალბატონ ქეთევან ცერცვაძეს ვულოცავთ გარე დაკვირვების წარმატებით გავლას.
წამყვანის სტატუსს გილოცავთ. გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს. თქვენ ჩვენი პოზიტივი ბრძანდებით! გილოცავთ და ვუსურვებ თქვენს მთელ პედაგოგიურ კოლექტივს წარმატებებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.