ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის გამოცემის ეტაპები შეისწავლეს
21-02-2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის ფლევის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა ჩატარდა.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა წიგნის გამოცემის ეტაპები შეისწავლეს. აქტივობა საგნის „მე და საზოგადოება“ ფარგლებში გაიმართა.

პატარებმა წიგნის გამოცემის რთული და გრძელი გზა შეისწავლეს, გააცნობიერეს და გადაწყვიტეს, თავადაც გამოეცადათ. მათ ავტორის, გამომცემლობისა და სტამბის წარმომადგენლის, ასევე მხატვრის როლები მოირგეს, არც ბიუჯეტის განსაზღვრა დავიწყებიათ.

აქტივობა შემეცნებითი და საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203