ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ
21-02-2020

მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეები საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტში - „დავით აღმაშენებელი - რას მოგვითხრობენ ხელნაწერები“ მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა უძველესი დამწერლობის ისტორია მოისმინეს და ​ეტრატზე შესრულებული დამწერლობა, ბექა და ბეშქენ ოპოზარების მიერ მოჭედილი სახარება და სულ პირველი „ვეფხისტყაოსანი“ ნახეს.

ასევე მოსწავლეები გაეცნენ დავით აღმაშენებლის მიერ ჩატარებულ რუის-ურბნისის კრების დადგენილებას -„ძეგლისწერა“. დაათვალიერეს მინიატურით შემკული ძველი ქართული ხელნაწერები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203