ხირსის საჯარო სკოლის მოსწავლეები სიღნაღის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდნენ
21-02-2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხირსის საჯარო სკოლის მოსწავლეები სიღნაღის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მოხვდნენ.

„ძალიან ბედნიერი დღე გვქონდა, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და-ძმა: ელიზბარ ზურაშვილი VIII კლასის მოსწავლე (მეორე ადგილი) და ჟანა ზურაშვილი აწ უკვე საქობოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე „ეტალონის“ ათეულში მოხვდნენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203