„წიგნის ჩუქების დღე“ ეშტიის N1 სკოლაში - მოსწავლეებმა წაკითხული წიგნების შესახებ პრეზენტაციები გამართეს
21-02-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N1 საჯარო სკოლაში „წიგნის ჩუქების დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში მთელი სკოლა მონაწილეობდა. მოსწავლეებმა წაკითხული წიგნების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ღონისძიების ბოლოს კი ერთმანეთი სხვადასხვა ლიტერატურით დაასაჩუქრეს. 

„ღონისძიებაში მონაწილეობდა მთელი სკოლა. მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, თქვეს ლექსები და წარმოადგინეს პრეზენტაციები მორის ლესმორისა და თავიანთი წაკითხული წიგნების შესახებ. ბოლოს კი ერთმანეთს აჩუქეს წიგნები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203