გოგინაურის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის კვირეული ჩატარდა
21-02-2020

შაუხევის მუნიციპალიტეტის გოგინაურის საჯარო სკოლაში ჩატარდა წიგნის კითხვის კვირეული. სკოლა მუდმივად ზრუნავს, რომ მოსწავლეებს წიგნის ინტერესი და სიყვარული ჰქონდეთ.

„თანამედროვე დინამიურ საზოგადოებაში უფრო ძნელი ხდება ბავშვის კითხვით დაინტერესება, მიუხედავად ამისა, წიგნის როლი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის უცვლელია. მსოფლო სწრაფად იცვლება, უფრო და უფრო ვირტუალური და მულტიმედიური ხდება, შესაბამისად, კითხვის პოპულარიზაციისათვის არსებული საშუალებები საჭიროებს  ცვლილებებს, რათა თანამედროვე მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.

გთავაზობთ მოსწავლეების მიერ მომზადებულ ვიდეო რგოლს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვებსა და თინეიჯერებში კითხვის პოპულარიზაციისათვის.

ვიმედოვნებთ, მსგავს პროექტებს განვახორციელებთ მომავალშიც. ეს არის პატარა, მაგრამ  საჭირო ნაბიჯი, რომელსაც დიდ ცვლილებებისკენ მივყავართ. აქტიური მონაწილეობისათვის მოსწავლეებს: ლერი, თებრონე, გულისა, სალომე გოგიტიძეებს და თამილა ბერიძეს სკოლის დირექცის მიერ გადაეცათ სიგელები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203