სადგურ მარელისის საჯარო სკოლაში ლიტერატურული შეხვედრა გაიმართა
21-02-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა თემაზე - წიგნების თარო“.

აქტივობაში V, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შეხვედრას პედაგოგები ირინა კუპატაძე და ნინო ცისკაძე ხელმძღვანელობდნენ. მოსწავლეებმა რევაზ ინანიშვილის მოთხრობის „დავითის ხმალი“ მიხედვით კითხვებს უპასუხეს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული შეხვედრა გამოვიდა. მოსწავლეები პასუხობდნენ კითხვებს, წარმოადგინეს სიტყვების რუკა, ასევე სიუჟეტური ნახატები და ესეები. მონაწილე გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებით, გამარჯვებული კი - დიპლომით. ასევე საუკეთესო ნახატის ავტორი დასაჩუქრდა წიგნით. ყველა მოსწავლეს გადაეცა წიგნი „დავითის ხმალი“.

აღნიშნული სახის აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერების დონის ამაღლებას მოსწავლეებში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203