შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის როლი მოირგეს
21-02-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუაფარცხმის საჯარო სკოლის მერვე კლასში ინგლისურ ენაში პროექტი - „ერთხელ მასწავლებლად“ განხორციელდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მასწავლებლის როლი მოირგეს და თანაკლასელებს გაკვეთილები ჩაუტარეს. 

„პროექტი მოიცავდა ისეთ აქტივობას როგორიცაა მოსწავლის მასწავლებლად ყოფნა. მოსწავლეებს უნდა მოემზადებინათ და ჩაეტარებინათ გაკვეთილი თანაკლასელებისთვის სხვადასხვა, მათთვის სასურველ თემაზე. პროექტში მე-8 კლასის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა, მიუხედავად აკადემიური მოსწრებისა და საჭიროებისა. პროექტი ორი კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. ბოლოს შეჯამდა პროექტი, თითოეულმა მოსწავლემ წერილობით წარმოადგინა თავიანთი შთაბეჭდილებები მასწავლებლად ყოფნის დროს. აღწერეს რა სირთულეები ახლდა აქტივობებს და რა შეძლეს უკეთესად“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203