სადგურ მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლემ მკლავჭიდში მუნიციპალიტეტის ღია პირველობაზე პირველი ადგილი დაიკავა
20-02-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დარბაზში გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ.

მუნიციპალიტეტის ღია პირველობა მკლავჭიდში მოსწავლეთა შორის ჩატარდა. საპრიზო 1-ლი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა საბა ლომსაძემ.

სასკოლო საზოგადოებამ გამარჯვებულ მოსწავლეს სკოლაში მისალოცი დახვედრა მოუწყო.

„მივულოცეთ საბას გამარჯვება და ვუსურვეთ მომავალი წარმატებები. სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა საბას და სპორტის პედაგოგს, გიორგი ჭყოიძეს სკოლის წარმატებული წარდგენისათვის“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203