
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“ პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვით თემატიკაზე ნახატების კონკურსი ჩატარდა.
კონკურსს სკოლის ხატვის წრის მასწავლებელი თეა კაკაბაძე ხელმძღვანელობდა. სულ კონკურსში 20 მოსწავლე მონაწილეობდა.
„იმდენად ორიგინალური და შთამბეჭდავი ნახატები იყო წარმოდგენილი, გაგვიჭირდა საუკეთესო ნახატის შერჩევა და მაინც შემაჯამებელ კონკურსზე ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას ხუთი მოსწავლის ნამუშევარი წარმოადგენს. ესენი არიან: კუტივაძე გიორგი (IXბ კლასი), ჯავახაძე ნინო (VIIბ კლასი), კოვზირიძე ანა (IXგ კლასი), შუკაკიძე ზაურ (VIIბ კლასი) და ტორაძე ანი (IIბ კლასი).
იხილეთ ფოტოები