„ჩემი ბოსტანი ჯობია შენსას“-დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში კომბოსტო დათესეს
20-02-2020

წალკის მუნიციპალიტეტის დაშბაშის საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ პროექტში: ჩემი ბოსტანი ჯობია შენსას“.

პროექტი 12 თებერვალს დაიწყო და 26-აგვისტომდე გაგრძელდება. მოსწავლეებმა პირველი გაკვეთილზე დათესეს კომბოსტოს თესლი.

„მეორე გაკვეთილზე კომბოსტო გაღვივდა (1 სმ),  კომბოსტო სტანდარტით იზრდება 10-12 დღე, კომბოსტოს დათესვის დროს  გამოვიყენეთ საფუარი, მასზედ რომ  სწრაფად  გაღვივებულიყო, შედეგი მივიღეთ და 5 დღეში ჩვენი დათესილი კომბოსტოს თესლი  გაღვივდა“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203