ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე რეხვიაშვილი ამბროლაურის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა
20-02-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე რეხვიაშვილი ამბროლაურის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მოხვდა. 

მოსწავლემ რეიტინგში მე-5 ადგილი დაიკავა. 

სკოლა „ეტალონის“ პროექტების ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს უაღრესად მნიშვნელოვანი იდეისთვის მადლობას უხდის.

„სკოლა აქტიურად აგრძელებს „ეტალონთან“ თანამშრომლობას და წარმატებაც სახეზეა. ჩვენმა აღსაზრდელმა VIII კლასის მოსწავლემ ელენე რეხვიაშვილმა წარმატებით გადალახა I ტური და II ტურში საუკეთესო ათეულში მე-5 ადგილი დაიმსახურა.მადლობა ამ სიხარულის მონიჭებისთვის „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს უაღრესად მნიშვნელოვანი იდეისთვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203