„ყოველ ხუთშაბათის დიდი სიხარულით ელიან“ - ჩხარის N2 სკოლის პირველკლასელები izrune.ge-ში აქტიურად არიან ჩართული
20-02-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩხარის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელები (დამრიგებელი შორენა ტაბატაძე) ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ში აქტიურად არიან ჩართულნი.

„ყოველ ხუთშაბათის მოსვლას დიდი ინტერესით და სიხარულით ელიან. არცერთი ტესტირების დღე არ გამოუტოვებიათ. შემაჯამებელ ტესტირებებში ორჯერ გახდნენ თვის „სუპერ კლასი“ და  მიიღეს „მეგობრული კლასის“ წოდება, რისთვისაც  შესაბამისი დიპლომითაც დაჯილდოვდნენ. დიპლომი მათ სკოლის დირექტორმა გადასცა.

ვულოცავთ პატარებს  და კვლავ წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ ტესტირებებში. იმედია, წლის ბოლოს კლასი მიიღებს „მომავლის კლასის“ წოდებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს  ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;

„სუპერ კლასი“ მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტულია. „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის  „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.

„მომავლის კლასი“ „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობლის“ წოდება მიენიჭებათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203