განმუხურის საჯარო სკოლის პედაგოგი „ტექნიკის კონკურსში“ გამარჯვებისთვის ლეპტოპით დაჯილდოვდა
20-02-2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, განმუხურის საჯარო სკოლამ წარმატებული პროექტები სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობა“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოადგინა.
„მომავლის თაობას“ ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს, რომელთანაც განმუხურის საჯარო სკოლა თანამშრომლობს.
მოსწავლეებმა წამოჭრეს ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო. მათ სკოლის ადმინისტრაცია და სამოქალაქო განათლების პედაგოგი აქტიურად ეხმარებიან.
ღონისძიების ბოლოს განმუხურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, რუსუდან კორთხონჯია, პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ „ტექნიკის კონკურსში“ გამარჯვებისთვის სერტიფიკატითა და ლეპტოპით დაჯილდოვდა.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობას“ ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს