ტაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლემ რეგიონალურ კონკურსსა და საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატება მოიპოვა
20-02-2020
შუახევის მუნიციპალიტეტის, ტაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო რაიონულ თუ რეგიონალურ კონკურსებსა და ოლიმპიადებში აქტიურად არიან ჩართულნი.
სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე სოფო ტაკიძე რეგიონალურ კონკურსში - „ლიტერატურული მარათონი“ მონაწილეობდა. მოსწავლემ საკუთარი ძალები ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის საგნობრივ ოლიმპიადებშიც მოსინჯა.
სოფო ტაკიძემ პირველი ხარისხის დიპლომი და სიგელები დაიმსახურა, მას, ასევე, საჩუქრად გადაეცა წიგნი.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს აქტიურ მოსწავლეს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს