„ვკითხულობთ ერთად“- ახალსოფლის საჯარო სკოლაში მშობელთა ჩართულობით საინტერესო აქტივობა ჩატარდა
20-02-2020
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის II კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლალი ფრეწუაშვილმა, აქტივობა - „ვკითხულობთ ერთად“ ჩაატარა. 

მასწავლებელმა სკოლაში მოსწავლეთა მშობლები მიიწვია. მშობლებმა ბავშვებს ანდერსონის ზღაპრები წაუკითხეს.

„ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, რამეთუ მშობლის მაგალითი და ის, რომ ის კითხულობს წიგნებს, ბავშვებისთვის მაგალითი იქნება და ბავშვებიც უფრო ხალისით წაიკითხავენ და ისწავლიან კითხვას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

მომდევნო შეხვედრაზე მოსწავლეები ეზოპეს ზღაპრებს წაიკითხავენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203