სორმონის საჯარო სკოლის ხუთმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა
20-02-2020
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სორმონის საჯარო სკოლის ოთხმა პედაგოგმა წამყვანის, ხოლო ერთმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

უფროსი მასწავლებელი გახდა თამარ კილაძე, ხოლო წამყვანის სტატუსი მოიპოვეს ია ცნობილაძემ, თამარ ფურცხვანიძემ, ანა ქობულაძემ და ინგა კუხიანიძემ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს პედაგოგების დაუღალავი შრომის შედეგია.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად, უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203