ჩოლურის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
20-02-2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა.

პოეზიის საღამოზე IX-X-XI კლასის მოსწავლეებმა უილიამ შექსპირის სონეტები და ლია ლიქოკელის ლექსები წაიკითხეს.

„საღამოს მიზანი იყო მოსწავლეებს შედარება გაეკეთებინათ ძველსა და თანამედროვე მწერლობას შორის, რომ მათ აქვთ სიყვარულის ფაქიზი აღქმა, ცხოვრების ფილოსოფიური ხედვა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

მისივე თქმით, მოსწავლეები შეეცადნენ მსმენელამდე ზუსტად მიეტანათ ის განცდები და გრძნობები, რაც ავტორებმა გადმოგვცეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203