სამღერეთის საჯარო სკოლაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
20-02-2020
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პროექტის -„დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი მოსწავლეებისთვის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ობიექტური და სწორი ინფორმაციის მიწოდება იყო.
ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის - „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში შეხვედრები 18 თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მუნიციპალიტეტებში გაიმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს