ბათუმის N14 საჯარო სკოლაში „ლიტერატურული მარათონის კვირეული“ ჩატარდა
20-02-2020

ბათუმის N14 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შორის ლიტერატურული მარათონის კვირეული ჩატარდა.

ღონისძიებაში მე-2, მე-3, მე-4 კლასების მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ. ლიტერატურული მარათონის ორგანიზატორი თეონა კაკაბაძე იყო.

ლიტერატურული მარათონის კვირეულის ფარგლებში მონაწილეობამდე მოსწავლეებმა წაიკითხეს წიგნები: „პატარა უფლისწული“ (ანტუან დე სენტ ეგზიუპერი); „ბოშები“-(ნოდარ დუმბაძე); „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“-(როალდ დალი); „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“-(ასტრიტ ლინდგრენი).

„ყოველ ადამიანს თავისი ვარსკვლავი ჰყავს, სხვებისაგან განსხვავებული. ისინი, ვინც მოგზაურობენ, ამ ვარსკვლავებს თავიანთ მეგზურებად თვლიან, სხვანი კი მათ პატარა მანათობლებად მიიჩნევენ. დღეს ჩვენი მეგზური წიგნია!! დღეს ჩვენ ავჩახჩახდით!!

მარათონის თითოეული დღის შემადგენელი ნაწილი- ემოციების ზღვა... საინტერესო და სათავგადასავლო სიუჟეტები...“- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203