ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „ჩაანაცვლე პოლიეთილენი“ პრეზენტაცია გამართეს
20-02-2020
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, გია გოგუაძის სახელობის ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მერი ინწკირველმა და ანანო გოგელიამ, მათ მიერ განხორციელებული პროექტის - „ჩაანაცვლე პოლიეთილენი“ პრეზენტაცია წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა პრეზენტაცია სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობა“ ფარგლებში სკოლების შეხვედრაზე გამართეს.
პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა ნაჭრის ჩანთები შეკერეს, ჰელაერები დაამზადეს, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე აქცია მოაწყვეს და ისინი მოქალაქეებს საჩუქრად გადასცეს.