წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის ლიტერატურულ სალონში - „არილი“ მე-8 კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქეთინო სვანიძემ და მოსწავლეებმა მათი საყვარელი წიგნებიდან ნაწყვეტები ერთად წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვით კმაყოფილები დარჩნენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 5 თებერვალს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები