ქვეშეთის საჯარო სკოლაში „მეგრული სამზარეულოს დღე“ გაიმართა
19-02-2020
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის საჯარო სკოლის V კლასში „მეგრული სამზარეულოს დღე“ გაიმართა.

მათი პედაგოგი მედეა ნადიბაიძეა.

მოსწავლეებმა მეგრული კერძები: ღომი, მეგრული ხაჭაპური და მჭადი მოამზადეს.

ვიზუალურად გაფორმებული კერძები დააგემოვნა სპეციალურმა ჟიურიმ, რომელიც მოსწავლეებისა და  პედაგოგებისაგან შედგებოდა.

კერძები ჟიურიმ, გემოსა და გაფორმების მიხედვით, 10-ქულიანი სისტემით შეაფასა და გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203