„სკოლა ჩვენი სახლია“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
19-02-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები სასკოლო პროექტში - „სკოლა ჩვენი სახლია“ ხალისით ჩაერთვნენ.

მათი დამრიგებელი ელისო მეტრეველია.

„მოსწავლეებმა მოაწესრიგეს საკლასო ოთახი და მიმდებარე ტერიტორია, შემდეგ გადაინაცვლეს სკოლის ბაღში, მოინახულეს მათ მიერ დარგული ნაძვები, ამჯერად კი დარგეს ვარდის ნერგები. ნერგებს დაპირდნენ, რომ ხშირად მოინახულებენ და იზრუნებენ მათ მოვლა-პატრონობაზე“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203