კოდის საჯარო სკოლის დასახმარებლად მომღერალმა ნეკა სებისკვერაძემ თანხა მოიგო
19-02-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩართულნი არიან  საზოგადოებრივი მაუწყებლობის მედია-პროექტში -ხარ თუ არა მე-6 კლასელზე ჭკვიანი?.

სკოლისთვის კონკურსში ჩართულმა მომღერალმა ნეკა სებისკვერაძემ მოიგო 2000 ლარი. ამ თანხით შეძენილი საჩუქრები (პროექტორი და საბავშვო წიგნები) კი სკოლამ უკვე მიიღო.

„ხარ თუ არა მე-6 კლასელზე ჭკვიანი?“ - ეს არის შოუ, სადაც ყველაფერი სკოლასთან, სწავლასთან და სკოლის პერიოდთან ასოცირდება. სტუდიაც საკლასო ოთახის პრინციპით არის მოწყობილი და თამაშიც სწორედ ერთი გაკვეთილის მოდელით ხორციელდება. გადაცემის მთავარი გმირი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანია და ის ცდილობს გამოიცნოს კითხვები, რომლებიც მხოლოდ დაწყებითი ექვსი კლასის სკოლის მასალიდან არის მოცემული. სტუმარს პასუხების გამოცნობაში 5 მეექვსეკლასელი ეხმარება. თითოეული სწორი პასუხის შემთხვევაში მოთამაშე იგებს თანხას. მოგებული თანხით კი, გადაცემის სტუმარი მისთვის სასურველ სკოლას ეხმარება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203