რუისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი-კომპანია დააფუძნეს
19-02-2020
თელავის მუნიციპალიტეტის, რუისპირის საჯარო სკოლაში მე-5 წელია არჩევითი საგანი -„მეწარმეობის საფუძვლები“ ისწავლება.

მე-10 კლასში საგნის სწავლების პროცესში მინი-კომპანია - „ცისარტყელა“ დაფუძნდა, რომელიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს.

„ცისარტყელამ“ უკვე დაამზადა თმის ულამაზესი სამაგრები, შემდეგი ეტაპი მათი რეკლამირება და რეალიზებაა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დაიგეგმა პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდა, რომელიც მომხმარებლის გემოვნებაზე იქნება ორიენტირებული.

საგანი კეთებით სწავლების მეთოდებზეა დაფუძნებული. 

„მისი მიზანია, მოსწავლეებს გამოუმუშაოს მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გაუღვიძოს მოტივაცია, განუვითაროს გუნდურობისა და მუყაითობის უნარი, დაანახოს თავისუფალი მეწარმეობის ღირსებები, გაუჩინოს პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილი და აქციოს ისინი თავისუფალ მოქალაქეებად დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკის საქართველოში“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203