ზეგნის N2 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
19-02-2020
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ზეგნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნი საჯაროდ წაიკითხეს, ამის შემდეგ კი განხილვა და დისკუსია მოაწყვეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ და წიგნის განხილვით კმაყოფილები დარჩნენ.

5 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. ამ დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203