აფენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-საგანმანათლებლო კონკურსებში წარმატებას აღწევენ
19-02-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-საგანმანათლებლო კონკურსებში ხალისით ერთვებიან და გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო-საგანმანათლებლო კონკურსებსა და ტურებში მონაწილეობა მოსწავლეებს ხდის ინტელექტუალურს და  ხელს უწყობს მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

„სასწავლო-საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობა მოსწავლეებს ხდის ინტელექტუალურს, ასეთი ტურები ხელს უწყობს მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.  სკოლის მოსწავლეები ხალისით ერთვებიან ასეთ ტურებში და გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ. ჩვენი სკოლის III-IV კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი izrune.ge -ის მიერ ორგანიზებულ ელექტრონულ ტესტებში, რომელში მონაწილეობითაც დაჯილდოვდნენ ოქროსა და ვერცხლის დიპლომებით. გილოცავთ ბავშვებო. წარმატებებს გისურვებთ,“-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს  ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203