თბილისის N143 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტზე - „უსაფრთხო ინტერნეტი“ იმუშავეს
19-02-2020
თბილისის N143 საჯარო სკოლის მე-4 (6) კლასის მოსწავლეებმა, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, პროექტზე - „უსაფრთხო ინტერნეტი“ იმუშავეს.
მოსწავლეებმა საგნის - „მე და საზოგადოება“ პედაგოგის, მზია პაპუნაშვილის მითითებით თემაზე ფოტო-ვიდეო მასალა მოიძიეს, სლაიდი წარმოადგინეს, ინტერნეტის ავკარგიანობის შესახებ თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს და აღნიშნეს, თუ რა ზიანისა და სიკეთის მოტანა შეუძლია კომპიუტერს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თითოეულ მოსწავლეს ნათელი წარმოდგენა შეექმნა ინტერნეტისა და კომპიუტერის დადებითი და უარყოფითი თვისების შესახებ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს