მარადისის საჯარო სკოლაში შაბათ-კვირას მებაღეობის შემსწავლელი გაკვეთილები ტარდება
19-02-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების მოსწავლეები განაგრძობენ მებაღეობის შესწავლას.

მეცადინეობები მარადისის საჯარო სკოლაში ყოველ შაბათ-კვირას ტარდება და მას მოსწავლეებთან ერთად თემისა და პარტნიორი ორგანიზაციების („ქალთა ოთახი“, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი) წარმომადგენლებიც ესწრებიან.

მესამე სასწავლო დღის მიზანი მორწყვის შესწავლა იყო. ტრენინგს უძღვებოდნენ „დეკორატიული მცენარეებისა და ტყის ენდემური სახეოებების მწარმოებელი ასოციაციის“ დამფუძნებლები.

მსმენელები გაეცნენ მორწყვის სახეებს, ტიპებს, სარწყავ სისტემებს, თითოეულის დადებით და უარყოფით მხარეებს. ასევე გაიგეს, თუ რომელ მცენარეებს სჭირდებათ მეტი წყალი, როდისაა მორწყვა აუცილებელი, რა როლს ასრულებს წყალი მცენარის ზრდა-განვითარებისთვის, რა მნიშვნელობა აქვს ნიადაგს, კლიმატურ პირობებსა და მცენარის თავისებურებებს მორწყვის დროს. როგორ მივხვდეთ, როდის ესაჭიროება მცენარეს მორწყვა, რა უარყოფითი შედეგი მოაქვს ზედმეტ წყალს და სხვა.
აქტივობა შეესაბამება გარემოს მდგრადი განვითარების მე-4 (ხარისხიანი განათლება), მე-15 (დედამიწის ეკოსისტემები) და მე-17(თანამშრომლობა) მიზნებს.

სკოლა აქტივობებს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203