კურსების საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანი მაღლაქველიძე კამპანიის - „განათლება გაგამდიდრებს“ გამარჯვებულია
19-02-2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, კურსების საჯარო სკოლის 2018-1019 სასწავლო წლის კურსდამთავრებული, ანი მაღლაქველიძე, საქართველოს უნივერსიტეტის კამპანიის - „განათლება გაგამდიდრებს“ გამარჯვებულია.
საქართველოს უნივერსიტეტმა კამპანიის ფარგლებში საზოგადოებას სთხოვა, ეპასუხა კითხვაზე: რა არის განათლება?
შეკითხვას საინტერესო პასუხებით არაერთი მოქალაქე გამოეხმაურა. მათ შორის გამორჩეული იყო ანა მაღლაქველიძე, 18 წლის სტუდენტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებიდან, პასუხით: „განათლება ეს გამარჯვებაა, რომელიც მხოლოდ ერთს არ ახარებს“.
„Out door“ კამპანიის ფარგლებში ანა მაღლაქველიძის პასუხი საქართველოს უნივერსიტეტის სარეკლამო ბანერებზე გამოჩნდება ცნობილი მწერლებისა თუ საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამების გვერდით.