წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარდათ
19-02-2020
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პედაგოგებისათვის ტრენინგი - „კლასისა და პრობლემური ქცევის ეფექტური მართვა“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტრენინგი „რექტორის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით“ ჩატარდა.
ტრენინგზე ეფექტური მართვის საფეხურები, კომუნიკაცია, პრობლემური ქცევის მართვა, დასჯა-წახალისება, მოსწავლის პასუხისმგებლობა და მშობლებთან ურთიერთობის საკითხები განიხილეს.
კურსის წამყვანი ტრენერი ფსიქოლოგი, ნატალია გოგიტაშვილი, იყო.
„სასულიერო გიმნაზია კიდევ ერთხელ მადლობას სწირავს მეუფე იოანეს ტრენინგის მხარდაჭერისა და ორგანიზებისათვის და ტრენერს, ნატალია გოგიტაშვილს, პედაგოგებისათვის სასარგებლო და მოთხოვნადი ტრენინგის ჩატარებისთვის“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს