შუაფარცხმის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ვიქტორინა მიუძღვნეს
19-02-2020
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, შუაფარცხმის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა ჩატარდა.

ვიქტორინაში ერთმანეთს მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეთა გუნდები, „ისტორიანი“ და „მემატიანე“, დაუპირისპირდნენ. 

ვიქტორინა სამ ეტაპად წარიმართა, ბოლო ტურში ერთმანეთს გუნდის კაპიტნები შეეჯიბრნენ.

მოსწავლეებმა კედლის გაზეთების პრეზენტაციაც გამართეს. 

ჟიურის გადაწყვეტილებით, ვიქტორინაში გამარჯვება გუნდ „ისტორიანმა“ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის წევრები სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ვიქტორინის ორგანიზატორი თინათინ კეკელიძე იყო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203