კორტოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
20-02-2020
ხულოს მუნიციპალიტეტის კორტოხის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების გულვარდ ბოლქვაძის და რუსუდან გელაძის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სასკოლო აქტივობა ჩატარდა.
მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო მარათონში ჩაებნენ და სასურველი წიგნები ხმამაღლა წაიკითხეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, საქართველოში ეს დღე უკვე მეხუთედ აღინიშნება. ღონისძიება წიგნის კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს