ზემოხეთის სკოლაში სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს
26-06-2017
ზემოხეთის სკოლაში სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს.
''მხიარული არდადეგები'' - ასე ერქვა ღონისძიებას, რომელზეც სკოლის მოსწავლეებმა დადგმები, სამეჯლისო ცეკვები, ლექსები და სიმღერები წარმოადგინეს.
ღონისძიების ბოლოს, მოდების ჩვენება მოეწყო. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სადღესასწაულო კაბებში გამოწყობილი მოსწავლეები.
''ძალიან ლამაზი ღონისძიებით დავასრულეთ სასწავლო წელი. მოსწავლეებმა შთამბეჭდავი მუსიკალურ-საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიების დასასრულს სკოლის დამთავრება მივულოცეთ იმ ერთადერთ მოსწავლეს, რომელთან ერთადაც ცხრა წელი გავატარეთ. ეს გახლავთ პროექტ ''ეტალონის'' მონაწილე სულიკო თევზაძე,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგნლებმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს