„მე რომ დირექტორი ვიყო“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავისუფალი თემა დაწერეს
18-02-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IX-XI კლასებში თავისუფალ თემაზე - „მე რომ დირექტორი ვიყო“ წერა ჩატარდა.
წერა სასკოლო პროექტის - „სკოლა ჩვენი სახლია“ ფარგლებში, დირექტორის ინიციატივით ჩატარდა.
წერის ჩატარების მიზანი სკოლის მართვის პროცესში დირექციისათვის მოსწავლეთა ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინება იყო, რაც მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს და მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციას გაზრდის.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თავისუფალი თემა დიდი სიხარულით დაწერეს.