არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „ოლიმპიური თამაშები - წარსული და თანამედროვეობა“ განახორციელეს
18-02-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლის VIII კლასში საგანმანათლებლო პროექტი „ოლიმპიური თამაშები - წარსული და თანამედროვეობა“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა საპრეზენტაციო თემები წარმოადგინეს. გაჟღერდა საერთაშორისო ოლიმპიური ჰიმნი და საქართველოს ჰიმნი. სიმბოლურად აენთო ოლიმპიური ჩირაღდანი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები პროექტში დიდი ენთუზიამით ჩაერთნენ და პრეზენტაციებიც დიდი სიხარულით მოამზადეს.

პროექტის ხელმძღვანელები ფიზიკური აღზრდის და სპორტის მასწავლებელი ანზორ მოსულიშვილი და VIII კლასის დამრიგებელი ნინო გოგლიაშვილი იყვნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203