ახალსოფლის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი - „პოლარისი“ ჩამოყალიბდა
18-02-2020

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში - ეკოკლუბი „პოლარისი“ ჩამოყალიბდა.

სასკოლო კონკურსის სლოგანია - „აღმოაჩინე საქართველო“.

გუნდის წევრებმა ჩაატარეს პირველი სამუშაო შეხვედრა და შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა.  

ეკოკლუბმა, აქტივობის ფარგლებში, ჩაატარა პირველი თავისუფალი გაკვეთილი - „ბუნებრივი რესურსები და მათი მნიშვნელობა“. 

გაკვეთილის მიზანი იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა.

მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნაკრძალების, ბუნებრივი ძეგლებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციას, შექმნეს შესაბამისი თვალსაჩინოებები.

გაკვეთილმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203