ჩაოს საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო პირველობა გაიმართა
18-02-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლაში გოგონებსა და ვაჟებს შორის მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო პირველობა  ჩატარდა.

გამარჯვებული მოსწავლეები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.

მაგიდის ჩოგბურთში ვაჟთა შორის პირველი ადგილის მფლობელი გახდა აჩიკო აბულაძე, მეორე ადგილი ოთიკო აბულაძემ დაიკავა, მესამე ადგილზე კი შოთიკო აბულაძე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ აჩიკო, ოთიკო და შოთიკო ძმები არიან!

"ვულოცავთ დიდი სიხარულით სამივეს ამ გამარჯვებას! გოგონათა შორის პირველი ადგილი - ინეზა ცეცხლაძე; მეორე ადგილი - მარი ლაბაძე; მესამე ადგილი - ანუკი ცეცხლაძე. ყველგან და ყველაფერში ნიჭიერი გოგონები. ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ!

სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა სპორტის მასწავლებელს ბატონ გენად ცეცხლაძეს ამ შეჯიბრების ჩატარებისათვის“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203