ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ისწავლეს
18-02-2020
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები და ბიოლოგიის პედაგოგი ციცინო ღორჯომელაძე-ძირკვაძე პროექტში - „საექთნო საქმე“ არიან ჩართულები.
პროექტი მას შემდეგ ხორციელდება, რაც სკოლამ მარნეულის კოლეჯთან მემორანდუმი გააფორმა.
პროექტს სპეციალისტი ნანა ხარაიშვილი უძღვება.
სკოლაში სამედიცინო აღჭურვილობა, წნევის აპარატები, პირველადი სამედიცინო საშუალებები და მულაჟი განთავსდა.
მოსწავლეებმა სახალისო გაკვეთილებზე ისწავლეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩატარება, წნევის გაზომვა, სისხლდენის დროს პირველადი დახმარების აღმოჩენა და მოტეხილობის დროს არტაშანის დადება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს