ფშავლის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
18-02-2020

თელავის მუნიციპალიტეტის ფშავლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირში მონაწილეობდა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა მასშტაბურ საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირს - „ჩხირკედელა“, რომელშიც 40-მდე გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირის მიზანი იყო მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება. ექსპერიმენტების დაგეგმვა-განხორციელებასთან ერთად,  აქტივობები მოიაზრებდა  აგრეთვე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას. 

15-16 თებერვალს ტურნირის დასკვნით ეტაპზე  ქიმიის მიმართულებით მონაწილეობა მიიღო ფშაველის საჯარო სკოლის  გუნდმა - „გოგირდმჟავა".

ტურნირში  მონაწილეობისთვის სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ გუნდის წევრებს:  რატი ზათიაშვილს, ლიზი ბარხუდანაშვილს, ნინო ბორშოიძეს, გიორგი წელაურსა და თეონა ჩაველაშვილს, აგრეთვე მათ ხელმძღვანელს - ქიმიის წამყვან მასწავლებელს ნინო სააკაშვილს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203