წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს
18-02-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-10 კლასში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ იმსჯელეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თემატური ჩანახატები, პოსტერები და პლაკატები წარმოადგინეს  და  აქტუალურ თემებზე დისკუსია გამართეს.

მისივე თქმით, გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეები დისკუსიაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ.

მე-10 კლასის მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ი.ხაჭაპურიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203